ფორმის, პროფილის ფერის, გაღების შესაძლო ვარიანტების, ზომების და გეომეტრიის მიხედვით ფანჯრები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი. თანამედროვე ფანჯრების ფუნქციები შესაძლებელია გავზარდოთ სხვა და სხვა აქსესუარების დამატებით – იქნება ეს მწერისგან დამცავი ბადეები, გარე საწვიმრები, გაღება-გადმოკიდების მექანიზმი, ფიქსატორი თუ სხვა.
გარანტი ჯგუფი გთავაზობთ გერმანული, თურქული და ბულგარული წარმოების პროფილებისგან დამზადებულ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას. მეტალოპლასტმასის კონსქტრუქციის მახასიათებლებზე გავლენას ახდენს მინა-პაკეტის და პროფილის კამერების რაოდენობა, მათი სისქე, მწარმოებელი ქვეყანა და ა.შ.
ხის კარ-ფანჯარასთან შედარებით მეტალოპლასტმასის კონსტრუქციები გამოირჩევიან მთელი რიგი უპირატესობით. მათგან ერთ-ერთი მთავარი სრული ჰერმეტულობაა. ეს კი უზრუნველყოფს შესანიშნავ სითბოს და ხმის იზოლაციას, იცავს შენობას მტვრისა და წვიმისგან.