• 598 12 30 30
  • info@garantigroup.ge
  • ორშ. - შაბ.: 9:00 - 18:00
  • საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში..
 
ფასადი

კომპანია „გარანტი ჯგუფი“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ, უმაღლესი ხარისხის ალუმინის საფასადე სისტემებს. დღეს დღეობით ალუმინის საფასადე სისტემა არის საუკეთესო საშუალება აქციოთ თქვენი შენობა ხელოვნების ნიმუშად. იგი საშუალებას იძლევა დღის სინათლის მეშვეობით თქვენი სამუშაო გარემო უფრო ნათელი და მყუდრო გახადოთ.

ხუფოვანი საფასადე სისტემა

აღნიშნული სისტემა წარმოადგენს ალუმინის ვერტიკალური დგარებისა და ჰორიზონტალური ტიხრების პროფილებისგან შემდგარ საფასადე სისტემას, სადაც მინა უჭირავ გარე ალუმინის ხუფებს. ხუფოვან სისტემაში მინის ნაცვლად შეიძლება გამოიყენებოდეს კომპაქტ ლამინატი, მინაპაკეტი ან მსგავსი გარე ფაქტორების გამძლე მასალა, რომელთა სისქე 10მმ-დან 50მმ-მდე იქნება.

სილიკონური შემინვის სისტემა

სილიკონური შემინვისას გამოიყენება იგივე ხუფოვანი სისტემა, როგორიც ხუფოვან საფასადე სისტემაში, ალუმინის ვერტიკალური დგარების და ჰორიზონტალური ტიხრების პროფილებისგან შემდგარი სისტემა. ძირითადი განმასხვავებელი თვისება კი სტრუქტურული შემინვისას გარე ალუმინის ხუფები არ გამოიყენება, მის ნაცვლად კი მინაპაკეტი დამაგრებული სპეციალური სტრუქტურული სილიკონის მეშვეობით, დამატებითი მდგრადობისათვის კი მინაპაკეტი დამაგრებულია ქვედა ალუმინის პროფილზე, რაც ქმნის ერთიანი მინის ფასადის შტაბეჭდილებას.

© Copyright 2017 გარანტი ჯგუფი